ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს.
„ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით, ეს კონფლიქტს დაასრულებს. ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანს „მარადიული ომი“ სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად, ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ისრაელის მხარდაჭერა -ის ინტერესებში შედის.
„დღეს თელ-ავივია. ხვალ ნიუ-იორკი იქნება. მისმინეთ, მესმის „ამერიკა პირველ რიგში“, მაგრამ არ მესმის „მკვდარი ამერიკა“. ეს არის ის, რაც ამ ხალხს სურს. ისინი სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას“. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც კაცობრიობას ემსახურება და ეს სიკეთის მიერ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამერიკა სიკეთის მხარეს დგას. სწორედ ამას აკეთებს და მის მხარდაჭერას ღრმად ვაფასებ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს მტერს არ ვებრძვით. ჩვენ თქვენს მტერსაც ვებრძვით. ჩვენ უბრალოდ მათ გზაზე ვართ და ამან შეიძლება მალე ამერიკამდეც მიაღწიოს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი