გაგლოევის თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესაძლებლობა არ არის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა რუსეთთან მიერთების საკითხზე. მისი თქმით, ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს, კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა, მან დაამატა, რომ „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება“, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის.
როგორც გაგლოევმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე უთხრა, რომ „ოსები მოღალატეები არ არიან“. მან კი დე ფაქტო პრეზიდენტის გადმოცემით, უპასუხა: „ვიცი“. გაგლოევმა განაგრძო: „ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩიც ჩვეულებრივი ადამიანია – რამდენადაც რთული, იმდენად უბრალო“.
გარდა ამისა, როგორც გაგლოევმა თქვა, სამხრეთ ოსეთში შეიქმნება დრონების ადგილობრივი წარმოება.
„ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე ამთავრებს დრონების მართვისა და აწყობის კურსებს. სამხრეთ ოსეთში დაბრუნების შემდეგ, ისინი შეძლებენ უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობის სწავლებას“, – თქვა მან.
გაგლოევი ამბობს, რომ მოსკოვი და დე ფაქტო ცხინვალი ყველა აუცილებელ ზომას იღებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დრონების მოძრაობის გასაკონტროლებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ