გორში კაპრალი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით დაიღუპა

გორში კაპრალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 42 წლის სამხედროს ტრაგიკულ დაღუპვაზე ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო.
“პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა”, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ