საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები საფინანსო და სადაზღვევო სექტორშია

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 170 ლარი შეადგინა, – ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
სექტორების მიხედვით, მაღალი ხელფასების რეიტინგის ლიდერი საფინანსო სექტორია, რომელმაც ბოლო პერიოდში პირველ ადგილზე მყოფი IT სექტორი ჩაანაცვლა.
პირველ კვარტალში ამ სექტორში საშუალო ხელფასმა 5515 ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი 4163 ლარით, მესამე ადგილზე კი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებია 2976 ლარით.