დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემგომ მოვლენებზე: ახალგაზრდები, ვინც დაჭერას გადარჩნენ, ევროკავშირის ოფისთან დასხდნენ საშიმშილოდ, საიდანაც გამოვიდნენ და უთხრეს, აქეთ ნუ სხედხართ, გადაჯექითო – გადასვეს მეორე მხარეს, ცოტა მოშორებით რომ არ შეწუხებულიყვნენ და წყალიც კი არ მიუწოდებიათ

დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემგომ მოვლენებზე: ახალგაზრდები, ვინც დაჭერას გადარჩნენ, ევროკავშირის ოფისთან დასხდნენ საშიმშილოდ, საიდანაც გამოვიდნენ და უთხრეს, აქეთ ნუ სხედხართ, გადაჯექითო – გადასვეს მეორე მხარეს, ცოტა მოშორებით რომ არ შეწუხებულიყვნენ და წყალიც კი არ მიუწოდებიათ
ჩემი მეგობრები, ახალგაზრდები ზოგი გაილახა, მაგრამ ვინც გადარჩნენ დაჭერას, ევროკავშირის ოფისთან დასხდნენ საშიმშილოდ. ევროკავშირის ოფისიდან გამოვიდნენ და უთხრეს, აქეთ ნუ სხედხართ, იქითა მხარეს გადადით, გადაჯექითო, – განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიხსენა. მისი თქმით, ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლებმა, მოშიმშილე ახალგაზრდები მეორე მხარეს, ოფისისგან ცოტა მოშორებით გადასვეს და მათთვის წყალიც კი არ მიუწოდებიათ.
„გადასვეს მეორე მხარეს, ცოტა მოშორებით რომ არ შეწუხებულიყვნენ და სასმელი წყალიც კი არ მიუწოდებიათ. ქუჩაში რამდენიმე დღე შიმშილობდნენ ეს ახალგაზრდები, რომლებსაც იქიდან ვემუდარებოდი, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა, რამე რომ არ მოსვლოდათ – მიშასავით კი არა, ლაკა ხოშტარიას რომ უთვლიდა, არ შეწყვიტო შიმშილობაო. ბოდიში და საპირფარეშოთი ხომ უნდა ესარგებლათ ამ ბავშვებს და ეზოშიც კი არ შეუშვეს. ვიღაც ქალბატონი იყო, რომელსაც პატარა მაღაზია ჰქონდა ჯიხურივით და იმან მაღაზიის გასაღები დაუტოვა ამ ბავშვებს, ვიცი, წესიერი ბავშვები ხართ, არაფერს მომპარავთო. ეს ახალგაზრდები მერე იქ შედიოდნენ, სარგებლობდნენ, ხელ-პირს იბანდნენ და დღე და ღამეს ათენებდნენ ევროკავშირის ოფისთან.“ – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
Next: მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა