“კალაძის, ივანიშვილის და “ოცნების” „საახალწლო საჩუქარი“ თბილისს” – “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ცათამბჯენები აშენდება

თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 50-სართულიანი 2 ცათამბჯენი აშენდება.
პროექტის განხილვა სხდომაზე დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მშენებლობა თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს საბოლოოდ მოკლავს და დედაქალაქსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ოპოზიციის მოსაზრება არ გაითვალისწინა “ოცნებამ”.
10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე “ქართუ ფონდმა” გაყიდა, მფლობელი კი შპს “ნეო სითი დეველოპმენტია”. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის სამგზის მოწვევის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილის სიძის ეგორ აბრამოვის ოჯახი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მიერ. მისი მამა ალექსანდრ აბრამოვი, რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორია და ბრიტანეთის სანქციების სიაშიც სწორედ მასთან კავშირის გამო მოხვდა.
საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე:
კალაძე, ივანიშვილი და ქართული ოცნება გეგმავენ „საახალწლო საჩუქარი“ გაუკეთონ თბილისის და მაშინ როცა ქალაქიც და ქვეყანაც საახალწლო დასვენების რეჟიმზე გადადიან, აპირებენ გმირთა მოედანზე ორი ორმოცდაათ სართულიანი ცათამბჯენის პროექტის დამტკიცებას.