19-20 ივნისს, „ექსპოჯორჯიაში“ ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.
გამოფენა მოიცავს ლოგისტიკის სრულ ეკოსისტემას, ადგილზე დაგხვდებათ 50 ზე მეტი სექტორის წამყვანი კომპანია, რომელიც წარადგენს თავის მომსახურებებს, პროდუქტებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
· მულტიმოდალური გადაზიდვები – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სერვისები
· სწრაფი გზავნილება და კურიერული მომსახურება
· დაზღვევა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები
· ტრაილერები და მათთვის განკუთვნილი პროდუქტები
· საწყობები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა
· მშრალი პორტი
· სისტემური და ციფრული მხარდაჭერა, ავტომატიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა
· ტვირთების დაზღვევა
ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოს არცერთმა კომპანიამ რომელიც პროდუქციის იმპორტით ან ექსპორტით არის დაკავებული,ადგილზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აღმოაჩინოთ ახალი პარტნიორები (გადამზიდავი კომპანია სახმელეთო,საზღვაო და საჰაერო ), სიახლეები თუ სხვა.
პარალელურად ორი დღის განმავლობაში გაიმართება თემატური ფორუმი,
ფორუმზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
სადაც სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე:
ლოგისტიკის სექტორის კვლევის შედეგების მიმოხილვა
საქართველო გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე – პოტენციალი, პარტნიორები და რეალობა ინვესტიციების და დაფინანსების შესაძლებლობები, სახელმწიფოს და საბანკო სექტორის მხრიდან
შუა კორიდორის სტრატეგიული პერსპექტივა – საზღვაო გადაზიდვები და პორტების განვითარება სასაწყობე ინფრასტრუქტურა – ბარიერები და განვითარების შესაძლებლობები საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები საქართველოში – არსებული ვითარება, პრობლემები და განვითარების გეგმები
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფრულება
გამოფენა ტარდება ExpoGeorgia-სა და SavvY-ის თანაორგანიზებით. ღონისძიების გენერალური სპონსორია TBC – თიბისი. სპონსორები: თიბისი კაპიტალი, TBILISI DRY PORT. მხარდამჭერები: EBA, BAG.
(R)
