საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის Global Finance-ის 14 ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურმა ორგანიზაციამ, საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ფინანსებში დანერგვისთვის Global Finance-ისგან 14 ჯილდო მიიღო.

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance ახალი დაჯილდოების in Finance Awards 2025-ის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოებების პირველივე ეტაპზე საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით ფინანსებში ს წარმატებული ინტეგრაციისთვის ჯამში 14 ჯილდო მოიპოვა.

აღნიშნულ დაჯილდოებას Global Finance CGI-სთან — საერთაშორისო IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ახორციელებს. CGI გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. AI in Finance Awards-ის მიზანია იმ საფინანსო ინსტიტუტების გამოვლენა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფინანსურ მომსახურებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ.

ბანკში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვა და განვითარება ჩვენთვის მხოლოდ ყოველდღიური ტექნოლოგიური ამოცანა არააეს არის გზა, რომ თითოეულ მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით 14 ჯილდო კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შედეგს, რომელიც ჩვენი გუნდის ინოვაციურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს მოაქვს”, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში 14 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მიიღო:

ქვეყნის ქვეკატეგორიები:

  • ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
  • პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
  • კერძო საბანკო მომსახურება;
  • ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
  • საკრედიტო შეფასება.

რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):

  • ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
  • პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
  • კერძო საბანკო მომსახურება;
  • ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
  • საკრედიტო შეფასება.

საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:

  • ქვეყნის დონეზე (საქართველო)
  • რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა)