ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 370 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+1.2% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
„ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, – წერია მიმოხილვაში.
