ვერ დავუშვებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიშ რეჟიმს ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს – ნეთანიაჰუ

ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმასაგანგებო მიმართვის დროს განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანის მიზანია, ჰქონდეს ატომური იარაღი და ბალესტიკური რაკეტები, რაც დაუშვებელია.
ისრაელის პრემიერმა ასევე თქვა, რომ ირანს მიზანს მისი და აშშს პრეზიდენტის განადგურება წარმოადგენს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მისი სახლის ფანჯარას რაეტაც კი ესროლეს, თუმცა ააცილეს.
ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას, ძირითადად, რჩება ორი რამ: თავისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალესტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხი 80% გამოაგდება ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად. აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე: ბირთული საფრთხე და ბალესტიკური რაკეტების საფრთხე. ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ -ს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის საიდუმლო იარაღად გარდაქმნაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ. მათ ტრამპის მოკვლა სურთ. ის ნომერ პირველი მტერია. ტრამპი გადამწყვეტი ლიდერია. მან არასდროს აირჩია ის გზა, რომელიც სხვებმა აირჩიეს – სუსტი მეთოდი, მოლაპარაკება მათთან, რაც მისცემდა მათ ურანის გამდიდრების საშუალებას. მათ ჩემი მკვლელობის მცდელობაც ჰქონდათ. ჩემი საძინებლის ფანჯარას რაკეტა ესროლეს, მაგრამ ააცილეს, – განაცხადა ენთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო