დავით ჩხეიძე: …ესეც არის მიზეზი, რომ პოლიტიკური პირები, მათი პარტიები არნახული შევიწროების ქვეშ იმყოფებიან

“არცერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში არ შევიდა.
ცუდად თუ კარგად, ერთობა და სიმტკიცე გამოიჩინეს.
ესეც არის მიზეზი, რომ პოლიტიკური პირები, მათი პარტიები არნახული შევიწროების ქვეშ იმყოფებიან.
მათ იჭერენ, კიდევ უფრო ანადგურებენ საზოგადოებრივად.
ამ დროისთვის ამავე ჭრილში უნდა დავინახოთ ბატონი გ.გახარიას მიმართ დაწყებული დევნა.
რაც ემთხვევა მოახლოებულ 20 ივნისს.
არცერთი პოლიტიკური პირის და პარტიის დისკრედიტაცია არ არის წინააღმდეგობის მოძრაობის ინტერესში;
სანამ ინარჩუნებს ერთიანობას და სიმტკიცეს.
ისე არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენ თავად შევუწყოთ ხელი პოლიტიკური სპექტრის განადგურებას” –  წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.