რუსეთში არავის განუცხადებია პრეტენზია აფხაზეთის მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გადმოტანაზე, ან აფხაზეთის ნაწილის ჩამოტეხაზე, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ ყალბია.
„ბრალდებებს რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ უკავშირდებოდა გაუთავებელ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში და რომელიც მიდის იქამდე, რომ ერთი ან მეორე პრეზიდენტი იძულებული ხდება ვადამდე დატოვოს თანამდებობა. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ვიღაცისთვის პრინციპული გახდა, რატიფიკაციის პროცესი შენელდა, გადაწყვიტეს მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, როგორც ვიცი, შეთანხმებას მიაღწიეს. საუბარი არ არის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ პრეტენზიის განცხადებაზე, არამედ, საუბარია ცნობილი ფაქტის გადამოწმებაზე, რომ პიცუნდაში სახელმწიფო აგარაკის შენობები და ნაგებობები, პირველ რიგში, აშენდა კავშირის დროს, კავშირის ბიუჯეტის ხარჯზე, მეორე, მას ექსკლუზიურად რუსეთი იყენებდა. ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სამართლებრივად აისახოს აფხაზეთის შიდა კანონმდებლობაში“, – განაცხადა ზატულინმა.