დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – ბოლო ცნობები ისრაელიდან

ბოლო ორი ღამის განმავლობაში, ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ abcnews-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, ინფორმაცია კვირას დილით განახლდა. პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, პარასკევის შემდეგ, ირანის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.
ირანმა 2 ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ისრაელში 22 ლოკაცია დაზიანდა. ზოგიერთი მათგანი პირდაპირი დარტყმების შედეგად, ზოგი კი რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანდა.
პრემიერის ოფისის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 380 ადამიანი, მათგან ცხრა მძიმე მდგომარეობაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს