ირანის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა დაასახელა

ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს, – განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას და შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონმაც გაავრცელა.
„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, ამიტომ მოვუწოდე პრეზიდენტ პეზეშკიანს სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად. ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა. ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს