მედია – ირანმა ისრაელზე დარტყმებისთვის ახალი, მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს

ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სახელმწიფო სააგენტო FARS-ის ცნობით, კვირას ღამით ისრაელს „ჰაჯ კასემის“ ტიპის მართვადი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.
ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აზიზ ნასირზადემ, 4 მაისს ირანულ ტელევიზიას განუცხადა, რომ ახალი რაკეტა შეძლებს ისეთი თავდაცვითი სისტემების გადალახვას, როგორიცაა ამერიკული ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემა (THAAD) და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა და სხვები, რომლებსაც იყენებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანმა რაკეტა მაისის დასაწყისში წარადგინა და განაცხადა, რომ ის მყარ საწვავზე მუშაობს, მისი მოქმედების რადიუსი 1200 კილომეტრია და აღჭურვილია მანევრირებადი ქობინით, რომელსაც შეუძლია სარაკეტო თავდაცვის სისტემების გარღვევა.
შეგახსენებთ, ირანმა წუხელ ისრაელზე სარაკეტო შეტევის მორიგი ტალღა განახორციელა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით