კრემლმა პუტინსა და ტრამპს შორის კიდევ ერთი საუბრის შესახებ განაცხადა

14 ივნისს ტელეფონით ისაუბრეს სა და -ის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა. ეს მათი მეხუთე ოფიციალური საუბარი იყო მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა. ამერიკულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

უშაკოვის თქმით, საუბარი 50 წუთს გაგრძელდა: პუტინმა ტრამპს დაბადების დღე მიულოცა – აშშ-ის პრეზიდენტი დღეს 79 წლის ხდება, ასევე პუტინმა და ტრამპმა კმაყოფილება გამოთქვეს „პოზიტიური პირადი ურთიერთობებით“.

უშაკოვის თქმით, განხილულ თემებს შორის იყო ომი ში და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაცია – პუტინმა დაგმო ს სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და გამოთქვა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ“; ამჟამინდელ ესკალაციამდე რუსეთმა შესთავაზა გარკვეული ნაბიჯები ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დროს „ურთიერთმისაღები შეთანხმებების მოსაძებნად“. ორივე პრეზიდენტმა „არ გამორიცხა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გზაზე დაბრუნება“, აცხადებს უშაკოვი.

ასევე, როგორც უშაკოვმა თქვა, პუტინმა ტრამპს 2 ივნისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულების შესახებ აცნობა, სავარაუდოდ, საქმე ეხება ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლას ეხება. პუტინის თანაშემწის თქმით, ტრამპმა „კიდევ ერთხელ აღნიშნა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფი დასრულებისადმი ინტერესი“. პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებები 22 ივნისის შემდეგაც გააგრძელოს. უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ საუბრის დროს ორივე ლიდერმა „აღნიშნა იარაღით ძმობა მეორე მსოფლიო ომის დროს“.

ბოლოს პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით 4 ივნისს ისაუბრეს. ირანის ბირთვული პროგრამაც მაშინ განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. შემდეგ ტრამპმა საუბარს „კარგი“ უწოდა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც “დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს“. მან აღნიშნა, რომ პუტინმა მას აცნობა რუსული სამხედრო აეროდრომების წინააღმდეგ უკრაინული ოპერაცია “ობობას ქსელის” საპასუხო გადაწყვეტილებაზე.

კვირას ამერიკული ტელეარხ Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა მ თქვა, რომ შეერთებული შტატები ვლადიმირ პუტინთან „თბილ“ საუბარს აწარმოებს. „მოდი, ვიყოთ გულახდილები: ეს პუტინს ვერ შეაჩერებს“, – თქვა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, „აუცილებელია ტონის შეცვლა. პუტინმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ამერიკა უკრაინის მხარეს დადგება“.

ზელენსკის თქმით, მოსკოვის მიმართ სიმკაცრე ტრამპს დაეხმარება ომის უფრო სწრაფად დასრულების მიზნის მიღწევაში. ამავდროულად, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რუსეთის მიმართ ვაშინგტონის რიტორიკის ცვლილების ახსნისას, აღნიშნეს, რომ ს წინა ადმინისტრაციის მკაცრმა რიტორიკამ შედეგი არ გამოიღო.
ფორუმი