თამო კეშელავა: ახლა მაინც თუ მიხვდება გახარია, რომ არც სადმე მიჩუმათების დროა, არც თვითმმართველობის არჩევნების? – ვნახოთ, ვნახოთ

“ერთადერთი ქეისი, რაშიც გახარიას არ ვედავები, სწორედ ჩორჩანას საგუშაგოებია.
სასურველი იქნებოდა, სამის ნაცვლად ჩადგმულიყო მინიმუმ 5, მაგრამ სამიც კარგი იყო.
რაც შეეხება იმას, რომ აი, მაგის გამო სადმე გამოიწიეს რუსებმა, სრული ბლეფია, ჯერ კიდევ 2019 წელს, დავით ქაცარავამ და.მისმა გუნდმა ნახეს ნაჭდევები ტყეებში, რაც მტკიცებულებაა იმისა, რომ ისედაც გეგმავდნენ რუსები კიდევ მეტი მიწის მიტაცებას, პირიქით, ამ სამმა საგუშაგომ შეამცირა მისატაცებელი მიწის ოდენობა.
არსებობს ს გეგმა და ეგაც ცნობილი ამბავია, რომლის მიხედვითაც, ჩორჩანას ტყის წაღებაც სურთ, (სწორედ იმ, 2019 წელს აღმოჩენილ ნაჭდევებს ემთხვევა თან).
ამიტომ დღეს და ახლა თუ ვინმეს აწყობს ჩორჩანას საგუშაგოებზე კითხვის ნიშნის დასმა ეს მხოლოდ რუსეთია!
გახარიას რომ ამ ქეისით აშინებენ, – მაგის არ მჯერა, რადგან ისედაც თითქმის არ ჩანს ბოლო პერიოდია. ოპო ლიდერი ეგეთ დროს, ასე მცირედ ჩანდეს, ჩემთვის უცნაურია. (სანამ შემომივარდებით მისი პარტის წევრები, კი, წევრები, აქტივისტები ჩანხართ და კი, გახარია მინდა რომ ჩანდეს)
რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოებს, მანდ მხოლოდ ორი შეცდომა დაუშვა, ერთი – მეტი რომ არ ჩადგა და მეორე – ვინც ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად, აგერ გომელაური, გამოეძიებია მისი კავშირები რუსეთთან და დაეჭირა, შენს მიწაზე, შენს საგუშაგოს რომ დგამ და გეწინააღმდეგება, ესე იგი მოღალატეა!
კიდევ ერთი საკითხია – ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების თემა, ისეთ საქმეებს ასაიდუმლოებენ და ეს ღიად, მტრის დასანახად გამოაქვთ! – რატომ? რუსეთისთვის?
თუ ამ საგუშაგოების აღება და ამ ტყის მიცემაც უნდათ?
და ბოლოს, წარმოიდგინეთ სადამდე დავბლაგვდით, მათი აზრით, რამხელა სილაჩრის პროპაგანდაა, რომ ჩვენს მიწაზე, ჩვენი საგუშაგოს დადგა არ შეგვიძლიაო, ამტკიცებენ!
ღირსება და ორი ფეხიო, მერე იტყვიან.
და მაინც რა საოცარი ხალხია ქოცები, ნიჭი უნდა ისე მოიქცე მე გახარიას დაცვა მაიძულო და ონიანს გვარამიას ქება!
პ.ს.
ახლა მაინც თუ მიხვდება გახარია, რომ არც სადმე მიჩუმათების დროა, არც თვითმმართველობის ს? – ვნახოთ, ვნახოთ,” – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.