მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო,- ასე უპასუხა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, შესაძლოა თუ არა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის თაობაზე მისი ჩვენების საფუძველზე გიორგი გახარია საპატიმროში აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, გომელაურის თქმით, გამოძიების ფარგლებში შსს-ის მაღალი თანამდებობის პირებიც გამოიკითხებიან.
„გამოძიების ფარგლებში ალბათ, შსს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვაც დასჭირდებათ, ასევე უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი შეიძლება დაიბარონ, ბევრი იქნება. მე მზად ვარ, თუ დანაშაული ჩავიდინე, პასუხი ვაგო. ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე პირველ რიგში”,- განაცხადა გომელაურმა.
