მაია ორჯონიკიძე: ჩვენი წარმოდგენა ირანზე კი არის ძალიან ზედაპირული და ინფო-შტამპებით დახუნძლული იმის გამო, რომ ინფორმაცია არ გვაქვს და არც თავს ვიწუხებთ, რომ ვეძებოთ

მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
მოკლედ, ვინც არ იცის იმათთვის და ასეთი როგორც ვხედავ უმრავლესობაა: საბჭოთა კავშირის ბოლო ათწლეულები ხომ გახსოვთ? მინიმუმ 70-იანი წლებიდან ყველა რომ კომპარტიაზე ღადაობდა, დასცინოდა და ბრეჟნევზე ანეგდოტებს რომ ყვებოდნენ, მათ შორის თავად ე.წ. კომუნისტებიც? ოღონდ ეს ყველაფერი ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ერთმანეთის ბინებში, სამზარეულოებში…კლუბებიც კი არსებობდა საბჭოთა “იატაკქვეშეთში”, სადაც ყველამ ყველაფერი იცოდა, ფეხზე ეკიდათ კომუნისტური პარტიაც, კომკავშირიც და მთელი ეს სირული კომუნისტური ფოლკლორიც. რეჟიმმაც იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ თვალებს ხუჭავდა თუ თამაშის წესებს იცავდი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საჯაროდ, სახალხოდ თამაშის წესები უნდა დაგეცვა და კერძო სივრცეში ის უკვე აღარ ერეოდა, თუ რეჟიმისთვის უშუალო საფრთხე არ იყავი და დისიდენტური ცხოვრების გზას არ ირჩევდი.
ანუ საყოფაცხოვრებო დონეზე სტალინის სიკვდილის შემდეგ რეჟიმი მოლბა იმ კუთხით, რომ სახლებში აღარ გივარდებოდა და თუ საჯაროდ დაწესებული თამაშის წესებს დაიცავდი, პრივატულ სივრცეში გინდაც ყირაზე დამდგარიყავი. რეჟიმი ცხადია ისევ რეპრესიული იყო, მაგრამ პირად სივრცეში უწინდელივით აღარ იჭრებოდა-მისთვის მთავარი იყო, რომ ძალაუფლების სადავეებს ერთპარტიულად აკონტროლებდა და უშუალო პოლიტიკური საფრთხის არარსებობის შემთხვევაში უწინდელივით აღარ მძვინვარებდა.
აი ზუსტად მაგ ეტაპზეა დღევანდელი ირანული რეჟიმიც-ქუჩაში და საჯარო ადგილებში თუ თამაშის წესებს არ არღვევ, აუცილებელ დრესს-კოდს იცავ და პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენ, დანარჩენზე უკვე თვალს ხუჭავს-ეს იმდენად გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით დედაქალაქში: ღამის დახურულ კლუბებში და კერძო წვეულებებზე ეს ისევ ის ძველი ირანია, შაჰის დროს რაც იყო-ევროპული ჩაცმულობით, არანაირი ჩადრებით და თავსაბურავებით, დასავლური მუსიკით და ასეთივე პოლიტიკური პრეფერენციებით. აი ესაა მოცემულობა და ამას რეჟიმი იძულებულია შეეგუოს, იმდენად გავრცელებული მოვლენაა, მისთვის მხოლოდ მთავარია ეს საჯარო არ იყოს.
ისიც ფაქტია, რომ ირანელი ხალხის უმრავლესობას სძულს აიათოლების სისხლიანი რეჟიმი და მას მხოლოდ შიშის ფაქტორი აჩერებს, თუმცა ბოლო 46 წლის (!) მანძილზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაერთხელ სისხლიც დაუღვრია, როცა რეჟიმი საპროტესტო აქციებზე ნამდვილ ტყვიებს უშენდა…
ჩვენი წარმოდგენა ირანზე კი არის ძალიან ზედაპირული და ინფო-შტამპებით დახუნძლული იმის გამო, რომ ინფორმაცია არ გვაქვს და არც თავს ვიწუხებთ, რომ ვეძებოთ. ესაა დღევანდელი ირანი-რთული, ჭრელი ანგლომერაცია, რომელსაც თავისი “ქოცებიც” ჰყავს, “ნაცებიც” და “შუაშისტებიც”. ამიტომ ვერ იჯერებდა ხალხის ნაწილი, რომ ს არმიის მიერ აიათოლების ირანზე საჰაერო თავდასხმას თეგერანში ასე ღია სიხარულით შეიძლებოდა შეხვედროდნენ. უბრალიდ ხალხს არ აქვს არც ინფორმაცია და სამწუხაროდ დიდად არც მისი მოძიების სურვილი. გაავრცელეთ!
Michael Khachidze, ხომ ასეა?