ვახტანგ გომელაური კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მისი ჩვენების საფუძველზე გიორგი გახარია დააკავონ – მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო

მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, კი ბატონო,- ასე უპასუხა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, შესაძლოა თუ არა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდის თაობაზე მისი ჩვენების საფუძველზე გიორგი გახარია საპატიმროში აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, გომელაურის თქმით, გამოძიების ფარგლებში -ის მაღალი თანამდებობის პირებიც გამოიკითხებიან.

„გამოძიების ფარგლებში ალბათ, შსს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვაც დასჭირდებათ, ასევე უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი შეიძლება დაიბარონ, ბევრი იქნება. მე მზად ვარ, თუ დანაშაული ჩავიდინე, პასუხი ვაგო. ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე პირველ რიგში”,- განაცხადა გომელაურმა.