ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში მივიდა – ის ჩორჩანას ეპიზოდზე გამოიკითხება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ვრცელ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ჩორჩანაში საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი იყო.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად, რუსულ მატარებელს დაესხნენ თავს, რომელითაც საწვავი მასალები გადაჰქონდა (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ