„დროა, შეჩერდეს ესკალაცია“ – გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირანსა და ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტონ ესკალაცია.
„ისრაელის ბომბდამშენები ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ირანის სარაკეტო დარტყმები თელ-ავივზე. საკმარისია ესკალაცია. დროა, შეჩერდეს. მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ის პლატფრომა X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს ესაუბრა შექმნილ ვითარებაზე.
„კვლავ დავადასტურე ისრაელის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. ამავდროულად, რეგიონის სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, მან ყველა მხარეს მოუწოდა „იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით“ და შეამცირონ დაძაბულობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს – ჩემზე არ იდარდოთ, საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ

თინა ბოკუჩავა: უნდა ვკონცენტრირდეთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც, ოპოზიციაშიც იმისთვის, რომ საერთო შეხების წერტილები მოვძებნოთ დიდი პრობლემებისა და გამოწვევების გადასალახად