ისრაელს ირანიდან გაშვებული 150 ბალისტიკური რაკეტის მოგერიებაში აშშ დაეხმარა – Axios

გამოცემა Axios ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების მოგერიების პროცესში ამერიკელი სამხედროები აქტიურად არიან ჩართულები.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ბოლო მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.