რელიგიის სააგენტომ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰუმანიტარული ტვირთი 30 ცალ სასაჩუქრე ყუთსა და 27 ფუთა ტანსაცმელს მოიცავს.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ჰუმანიტარული ტვირთი – 30 ცალი სასაჩუქრე ყუთი და 27 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებს.
ეპარქიის სასულიერო პირებმა გაწეული დახმარებისთვის სააგენტოს მადლობა გადაუხადეს.
აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
