თბილისში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ავტომანქანები და სახლებს სახურავები გადახადა

თბილისის მერია ძლიერი ქარით გამოწვეული შედეგების შესახებ ცნობას ავრცელებს. ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში წააქცია ხეები, დაამტვრია ხის ტოტები, დააზიანა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები.
რამდენიმე ხე ავტომანქანებს დაეცა.
ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს”, – აცხადებს მერია.
უამინდობისგან შექმნილი პრობლემის გამო მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი