“მათე, ვიცი, იტირე, ჩვენც ვიტირეთ… დაგველოდე, ჩვენც მოვდივართ გადაკარგულ წყვდიადში, რათა ერთად ვეძიოთ სინათლე” – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

სინდისის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი მათე დევიძეს მიმართავს. პროევროპულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი თანამოაზრე პატიმარს საკნიდან ეუბნება, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და მიაღწევენ მიზანს, რის გამოც ციხეებში ჩასვეს.
მათე, ვიცი, რომ იტირე, ჩვენც შენთან ერთად ვიტირეთ, შენთან ერთად ვიბრძვით, ჩვენ ერთნი ვართ, ისე მაგრად უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს. შენ ჩვენი ძმა ხარ, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში გუშინ პირველად გაგიცანი. გვიყვარხარ ყველას და დაგველოდე, რადგან ვინც ტყვეობაში ვართ, ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ გადაკარგულ წყვდიადში, რათა ერთად ვეძიოთ სინათლე. მგონი, ამ სიტყვებით ყველაფერი ვთქვი, ბრძოლა ბოლომდე, ქოცებო, თქვენი დასასრული ახლოვდება, გავიმარჯვებთ სახელოვნად, არალეგიტიმურო, ვითომ ხელისუფლებავ, მოგმართავთ თქვენ, ვინც პარლამენტში ზიხართ და ხალხის ფულს ჭამთ, რუსეთის მონები, ბიძინას მონები, ოლე-ოლა. გეგონათ, ციხით შეგვაშინდებით, მაგრამ არ გამოგივიდათ, თქვენი ეს მცდელობა ფარსი აღმოჩნდა. ბიძინას მონები, თუ გინდათ მშვიდობდა, დათმეთ ძალაუფლება, ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია და ეს იცოდეთ,- ამბობს ჯავახიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში