ისრაელი საელჩოებს ხურავს – დეტალები

ისრაელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს. ამის შესახებ განცხადებას ს საელჩოები ავრცელებენ.
ბოლო მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის [დიპლომატიური] მისიები დახურული იქნება და საკონსულო მომსახურება არ გაიწევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს რჩევებს აძლევს:
· მოერიდონ ებრაული ან ისრაელური სიმბოლოების გამოჩენას საჯარო სივრცეებში;
· თავი შეიკავონ სოციალურ მედიაში საკუთარი ლოკაციის ან სამოგზაურო გეგმების შესახებ იდენტიფიცირებადი დეტალების გავრცელებისგან;
· მოერიდონ ისრაელურ ან ებრაულ თემებთან ასოცირებულ დიდ შეკრებებში ან ღონისძიებაში მონაწილეობას;
· ითანამშრომლონ ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან და დაუყოვნებლივ მიჰყვნენ მათ ინსტრუქციებს თუ მტრული აქტივობის წინაშე აღმოჩნდებიან;
· განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ საჯარო სივრცეებში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეგზიტპოლებს ჩამოჩოთქამენ” მდინარაძე დათვლის, წილოსანი გააპრავებს სანამ მისი გონება გაწვდება. ლაშხი მასონებს და ილუმინატებს მოიგერიებს, შათირიშვილი დიფსთეითს დაცხებს…” – გიორგი ფოფხაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაციას გამოიწვევს