სამოქალაქო გემი შავ ზღვაში რუსულ ნაღმს შეეჯახა, ორი მეზღვაური დაშავდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი შავ ზღვაში რუსულ ნაღმზე აფეთქდა და ორი მეზღვაური დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
სატვირთო გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთ პორტში მიდიოდა. ნაღმის აფეთქების შედეგად, გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, ხოლო ზედა გემბანზე ხანძარი გაჩნდა. ჩაძირვის თავიდან ასაცილებლად კაპიტანმა გემი მიწაზე დააფიქსირა. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისა და სამძებრო-სამაშველო სამსახურის კატარღებმა სასწრაფო დახმარება გაუწიეს ეკიპაჟს და ექიმები ბორტზე მიიყვანეს.
ერთმა დაშავებულმა მეზღვაურმა დახმარება ადგილზე მიიღო, მეორე კი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გემზე ბუქსირები გაიგზავნა, რათა პორტში გადაიყვანონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ