დონალდ ტრამპი – ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე შეთანხმების დასადებად, დღეს 61-ე დღეა – ახლა, შესაძლოა, მეორე შანსი აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ირანს შესაძლოა მეორე შანსი ჰქონდეს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.
„ორი თვის წინ ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე „შეთანხმების დასადებად“. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ! დღეს 61-ე დღეა. ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ახლა, შესაძლოა, მეორე შანსი აქვთ!“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ს თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. ამასთან, ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა. ისრაელის საჰაერო იერიშების საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე