პარტია „ლელოც“ და ნიკა მელიაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დინება – „ლელოს“, როგორც სერიოზულ ალტერნატიულ ძალაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რამენაირად ისე დალაგდნენ, რომ 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ, – ეს შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მიერ არჩეულმა გზამ ფიასკო განიცადა და ყველა რევოლუციური სცენარი ჩავარდა, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ფლანგებმა გამოყოფა, სეპარირება და იმის უარყოფა დაიწყო, რომ “ნაცმოძრაობასთან” ოდესმე რაიმე კავშირი ჰქონდათ.
“ახლა ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთთან ავტონომიურ რეჟიმში დალაგებას ცდილობენ.
ამავდროულად, ალბათ მათ შორისაც მიმდინარეობს პოლიტიკურ და ფინანსურ საკითხებზე ვაჭრობა – მოახერხებენ თუ არა ერთ სიაში გაერთიანებას. დიდი კოლექტიური “ნაცმოძრაობა” წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან კავშირის ქონის სურვილი აქვს”, – აცხადებს ქადაგიშვილი.