პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ფაქტზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი 4000 ლარით დააჯარიმეს.
პროცესს არ დასწრებია ალეკო ელისაშვილი, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზით, დარბაზიდან გააძევა და 500 ლარით დააჯარიმა.
როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან – 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)