პრინცი რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხს: ირანელი ერის ბრძოლა ამ დამანგრეველი რეჟიმის წინააღმდეგ არის ბრძოლა ირანის დასაბრუნებლად და მის ხელახლა ასაშენებლად

პრინცი რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხს:
“ჩემო თანამემამულენო, ალი ხამენეიმ — ისლამური რესპუბლიკის ირანთმოძულე რეჟიმის გიჟმა ლიდერმა — კიდევ ერთხელ ჩაითრია ჩვენი ირანი ომში. ომში, რომელიც არ არის ირანსა და ირანელ ხალხის, არამედ არის ისლამურ რესპუბლიკასა და ხამენეის.
ჩემი გზავნილი არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისკენ ნათელია:
ეს რეჟიმი და მისი კორუმპირებული და არაკომპეტენტური ლიდერები არც თქვენს სიცოცხლეს და არც ჩვენს ირანს აფასებენ.
დატოვეთ მათი რიგები და შემოუერთდით ხალხს.
ირანელი ერის ბრძოლა ამ დამანგრეველი რეჟიმის წინააღმდეგ არის ბრძოლა ირანის დასაბრუნებლად და მის ხელახლა ასაშენებლად.
გზა გადის ისლამური რესპუბლიკის დამხობაზე ქუჩის პროტესტებითა და მასობრივი გაფიცვებით.
მე თქვენთან ვარ ამ რთულ მომენტში.
ჩვენ ერთად ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ.” – ირანის მეფის მემკვიდრე, პრინცი რეზა ფეჰლევი.