კახა კალაძემ 13 ივნისს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდს დედაქალაქის მერი დაესწრო, 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„10 წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა – დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ მხარში დასდგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მემორიალთან, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა