პატიმრებს შემოწმების დროს სრულად აღარ გააშიშვლებენ – ამბობს ომბუდსმენი

პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა, შემოწმების დროს სრული გაშიშვლების აკრძალვა.
„საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული“, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, სამინისტრომ სასამართლოს 11 ივნისს აცნობა, რომ ეს პრაქტიკა 10 ივნისიდან შეიცვალა.
მასალა განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება