საერთაშორისო კვლევითმა სააგენტომ SME Banking Agency-მ, მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ჭრილში მდგრადი ფინანსების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შეფასების შედეგად, ტერაბანკი საქართველოს მოწინავე ბანკებს შორის დაასახელა.
ტერაბანკის MSME სტრატეგია 2023 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით შემუშავდა და ისეთი სერვისის მოდელის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა, რომელიც ხელს უწყობს MSME სექტორის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. საყურადღებოა, რომ განახლებული სტრატეგიის შემუშავებიდან მალევე ბანკი ერთ-ერთ წარმატებულ ინსტიტუტად დასახელდა აღნიშნული მიმართულებით.
ამასთან ერთად, 2024 წელს დაიწყო EIB-ის ტექნიკური მხარდაჭერის 14 თვიანი პროგრამა „Green Gateway -Greening Financial Systems Technical Assistance Programme (GFS TAP)“, რომლის ფარგლებშიც ტერაბანკმა კლიმატური რისკების მართვისა და მწვანე დაფინანსების ჩარჩოს შექმნაზე იმუშავა.
სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ბანკის ESG საქმიანობას, წლიურ ანგარიშებსა და SME სეგმენტის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს. შეფასების მეთოდოლოგია ეფუძნება სომხეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში მოქმედი ბანკების SME საქმიანობის სიღრმისეულ ანალიზს, მათ შორის 35-ზე მეტ კრიტერიუმსა და შეფასების პარამეტრს.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სააგენტოს მიერ ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მიმართულებით, მდგრადი ფინანსების კატეგორიაში, ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტად დასახელდა საქართველოში. ტერაბანკის ერთგულება მდგრადობის მიმართ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უფრო გამძლე და ინკლუზიური ეკონომიკის ფორმირების პროცესში” – აღნიშნა ანდრიი ჰიდულიანმა, SME Banking Agency-ის დამფუძნებელმა.
სააგენტოს შეფასებით, ტერაბანკს, არსებული მიღწევებისა და აქტიური საქმიანობის საფუძველზე, აქვს სრული პოტენციალი უახლოეს მომავალში რეგიონის მასშტაბით 20 მოწინავე SME ბანკს შორის ღირსეული ადგილი დაიკავოს.
(R)
