“პოლიციელების დიდ ნაწილს იმხელა ღიპი ადევთ ან ნორმატივებს როგორ აბარებენ ან სად რომელ ქვეყანაშია ასეთი ჩასუქებული ძალოვანები” – თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია:

მომავალს, ფსიქიკას, ჯანმრთელობას უნგრევენ ჩვენს შვილებს.
იჭერენ, აჯარიმებენ, ურტყამენ ჩვენს შვილებს. უსამართლოდ, ცინიკურად, დამამცირებლად ექცევიან ჩვენს ნაფერებ შვილებს.
შეუძლებელია ამის დიდ ხანს გაგრძელება.
შეუძლებელია. მაშინაც კი თუ საზოგადოების ნაწილი დუმს!
აგერ თქვენ და აგერ ჩვენ!
დღეს ზუგდიდში აქციაზე, პოლიციელს ვეკითხები რამდენი წლის გყავთ შვილითქო. ოცდაორისო, მერე სახლში გვიან, რომ მოდის რას აკეთებთ იძინებთქო? . რა დამაძინებს,, სანამ სახლში არ მოვაო- წამოსცდა.. აბა, დღეს რა ქნას 20 წლის მათეს მშობელმა 4.6 წლით ციხეში რომ გაუშვითთქო.
თავი დახარა.
მე არ გამიშვიაო.
…კი, ბატონებო, თქვენ გაუშვით ვისაც გულის მხარეს მაისურზე police გაწერიათ!
პოლიციელების დიდ ნაწილს იმხელა ღიპი ადევთ ან ნორმატივებს როგორ აბარებენ ან სად რომელ ქვეყანაშია ასეთი ჩასუქებული ძალოვანები.
რა გინდა ქნა- ბრძოლის გარდა!
მა თეს გირაგადუთ!

#ვიბრძვითჩვენიშვილებისთვის!
#ბრძოლაბოლომდე!
#თავისუფლებამათეს!

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე