ნინო გალუსტაშვილი უნდა დასანქცირდეს – ჯო უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმაურება მათე დევიძის საქმეს. ის აცხადებს, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, რომელმაც დევიძეს 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უნდა დასანქცირდეს. უილსონის თქმით, უნდა დასანქცირდნენ სხვა პირებიც, ვინც შეიძლება დამნაშავეები იყვნენ ამ საქმეში.
“ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ 21 წლის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა მხოლოდ იმისთვის, რომ უნდოდა თავისუფლი მომავალი მისი საქართველოსთვის. ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი საქმეში დამნაშავე სხვა პირები უნდა დასანქცირდნენ”, – წერს უილსონი.
12 ივნისს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა მას ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. 21 წელი მას ციხეში შეუსრულდა.
ამავე თემაზე:
· “სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში” – მათე დევიძის დასკვნითი სიტყვა