საფრანგეთის ელჩი – აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ს მიწების სთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი, – ასე ეხმაურება საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ელჩი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ანულირებული და ბათილი“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ