დონალდ ტრამპი – ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ უკრაინითაც, ვფიქრობ, შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა

ძალიან იმედგაცრუებული ვარ თ, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ ასევე უკრაინითაც. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, შეთანხმების მიღწევა შეიძლებოდა.
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, ასევე, უკრაინითაც, ვინაიდან, ვფიქრობ, შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. ყოველ კვირა 5-6 000 ადამიანს ვკარგავთ, ძირითადად ჯარისკაცებს, მაგრამ ქალაქებში მცხოვრებ ხალხსაც, ვინაიდან, მათ კვლავ რაკეტები ხვდებათ. როგორია, შენობაში ცხოვრება, როცა საღამოს რაკეტას აქვს შენობაში მოხვედრის დიდი შანსი. ეს საშინელებაა, საშინელება უნდა იყოს ასე ცხოვრება. გვესმის, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს მიღწეული არ არის”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე