გლდანის მეხუთე მიკრორაიონში სკვერი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოები 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.
“ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები – დაიგო ბალახი და ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 491 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ დაათვალიერა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან