“ევროპის სახალხო პარტია” – სერიოზულად ვართ შეშფოთებული თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით – მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას

ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით,- ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოთქვამს, „ასევე ბავშვების უსაფრთხოებაზე განხორციელებული მუქარებით“.
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას”, – წერია განცხადებაში.