სასამართლომ ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძეც დააჯარიმა პოსტის გამო – 4000 ლარით

თბილისის საქალაქო სასამრთლომ – ერთ-ერთი იმ ცნობილ სახეთაგან, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების შესახებ ფეისბუკ პოსტების გამო დაიბარეს სასამართლოში, – „ფორმულას“ ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე 4000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა 12 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე.
მშვილდაძე სხდომას არ ესწრებოდა, რის მიზეზადაც ადვოკატმა მოუცლელობა დაასახელა. მის ინტერესებს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე იცავდა.
შინაგან საქმეთა სამინსტროს წარმომადგენლის, სოფიო პაპასკირის განცხადებით, მიშა მშვილდაძემ შალვა პაპუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა „უწმაწური სიტყვების კორიანტელით“, – რაც „არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში“ და მიზანია „პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფა“.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან