დათო გორგილაძე: როგორ არ უნდა უსურვო ამათ, რომ ზუსტად იმავე სამართლით მიეზღოთ ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე, რითიც დღეს მათე დევიძე გაუშვეს ციხეში

“ცდილობ ზოგჯერ ადამიანი, რომ უფრო მეტად ადამიანი გახდე – ვინმესგან არ იწყინო, თუ გეწყინება აპატიო, თუ მთლად ვერ აპატებ, იმავე ბოროტებით არ მიუზღო, როგორც დაიმსახურა.
აბა, როგორ გინდა ეს გამოგივიდეს ლპობის იმ მდგომარეობაში, სადაც შეგვიყვანეს.
როგორ არ უნდა უსურვო ამათ, რომ ზუსტად იმავე სამართლით მიეზღოთ ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე, რითიც დღეს მათე დევიძე გაუშვეს ციხეში.
სათითაოდ ყველას – მომფიქრებელს, დამგეგმავს, აღმსრულებელს, გამმართლებელს.
ჰოდა, გისურვებთ,” – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო