სიმონ ჯანაშია: სამი საშინელება ხდება ამ წუთას სასამართლოს შენობაში…

“სამი საშინელება ხდება ამ წუთას სასამართლოს შენობაში:
– ასამართლებენ 21 წლის მათე დევიძეს და ალბათ მიუსჯიან არაადამიანურ განაჩენს.
– ყველა დარბაზში მიდის პროცესი, სადაც პრატიკულად ყველა ადამიანს ვიცნობ ან პირადად ან მედიით.
– ყველას, განსაკუთრებით კი ქალებს განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული აგრესიით, ღირსების შემლახავი ქცევით აძევებენ სასამართლოს შენობიდან.
ეს ყველაფერი კი დასრულდება თავისუფლების, პატიოსნების და სამართლიანობის გამარჯვებით. კითხვა დარჩა, რა დაუჯდება ამ ყველაფრის მიღწევა ჩვენ საზოგადოებას. ამ ყველაფრის მომწყობებს რომ მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ, ეგ ფაქტია”,  – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო