აჭარაში 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა – „ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის აჭარაში მცხოვრები 452 წარჩინებული მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება რომლის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს