ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი სამხედრო საფრთხეზე აქცენტს საარჩევნო მიზნებისთვის აკეთებს

ჩინეთი აცხადებს, რომ ტაივანი სამხედრო საფრთხეზე აქცენტს საარჩევნო მიზნებისთვის აკეთებს.
„დემოკრატიულ პროგრესული პარტიის ადმინისტრაცია კონტინენტიდან წამოსულ საფრთხეს აზვიადებს და დაძაბულობის შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ვუ ციანმა.
„ეს მთლიანად საარჩევნო სარგებლის მიღებას ემსახურება, კონფრონტაციის გასაღვივებლად და არჩევნების მანიპულირებისთვის საარჩევნო სახელმძღვანელოდან ნაცნობი მეთოდია“, – აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.
ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 13 იანვარს გაიმართება. ცნობისთვის, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი არჩევნებამდე ჩინეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო აქტივობის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავენ, მაგრამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ