კონსტანტინ ზატულინი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე – რუსეთში არავის განუცხადებია პრეტენზია აფხაზეთის მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გადმოტანაზე, ან აფხაზეთის ნაწილის ჩამოტეხაზე

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, ბრალდებები, რომ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემა გულისხმობს არა მხოლოდ შენობების, არამედ, მიწის ნაკვეთების გადაცემას, ყალბია.
„რუსეთში არავის განუცხადებია პრეტენზია ს მიწების რუსეთის ტერიტორიაზე გადმოტანაზე, ან აფხაზეთის ნაწილის ჩამოტეხაზე. თავიდანვე ეს აბსოლუტურად ყალბი ბრალდებები იყო“, – აღნიშნა ზატულინმა.
მისი მტკიცებით, აღნიშნული ბრალდებები აფხაზეთში მიმდინარე „შიდაპოლიტიკურ ბრძოლას“ უკავშირდება.
„ბრალდებებს რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ უკავშირდებოდა გაუთავებელ შიდაპოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთში და რომელიც მიდის იქამდე, რომ ერთი ან მეორე პრეზიდენტი იძულებული ხდება ვადამდე დატოვოს თანამდებობა. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ვიღაცისთვის პრინციპული გახდა, რატიფიკაციის პროცესი შენელდა, გადაწყვიტეს მოლაპარაკება და ამ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, როგორც ვიცი, შეთანხმებას მიაღწიეს. საუბარი არ არის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ პრეტენზიის განცხადებაზე, არამედ, საუბარია ცნობილი ფაქტის გადამოწმებაზე, რომ პიცუნდაში სახელმწიფო აგარაკის შენობები და ნაგებობები, პირველ რიგში, აშენდა კავშირის დროს, კავშირის ბიუჯეტის ხარჯზე, მეორე, მას ექსკლუზიურად რუსეთი იყენებდა. ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სამართლებრივად აისახოს აფხაზეთის შიდა კანონმდებლობაში“, – განაცხადა ზატულინმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში