ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
როგორც ზურა ნიჟარაძის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, საპროცესო შეთანხმების პირობებით, ნიჟარაძეს 1 წლის ციხეში გატარება მოუწევს, 3 წელი პირობით სასჯელს მოიხდის. ასევე საპროცესო შეთანხმებით, ზურა ნიჟარაძეს 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
ზურა ნიჟარაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 ნოემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ნიჟარაძის ბრალად ედება 1.4628 გრამი MDMA-ს, 0.000105 გრამ LSD-სა და 4.76617 გრამი კეტამინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების ფლობა.
ნიჟარაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით. წარდგენილი მუხლები გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რაც ჯამში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ