1956 წელი. რუსი ჯარისკაცი ვიქტორ ორბანის მამას მისდევს, რათა…

ჯარისკაცი ს მამას მისდევს, რათა საბჭოთა კავშირისა -უნგრეთის მეგობრობაზე ელაპარაკოს. ბუდაპეშტი, ნოემბერი, 1956წ.

 

ფოტო სოციალური ქსელით ვრცელდება 

ცნობისათვის, 1956 წლის უნგრეთის რევოლუცია (უნგრ. 1956-os forradalom) — სახალხო აჯანყება უნგრეთში ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმის — უნგრეთის სახალხო რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირში ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ დაწყებული ე. წ. დესტალინიზაციის პოლიტიკის პარალელურად უნგრეთში გაძლიერდა მოძრაობა თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლები 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტის ქუჩებში უნგრეთის უშიშროების ძალებთან და საბჭოთა ჯარებთან შეტაკებებში გადაიზარდა. უნგრეთის ჯარის დიდი ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა. რევოლუციურმა ტალღამ ქვეყანაში ახალი მთავრობა მოიყვანა რეფორმისტი პოლიტიკოსის, იმრე ნადის თავმჯდომარეობით. ახალმა ლიდერმა დადო მრავალპარტიული სისტემის შემოღების პირობა, 1 ნოემბერს უნგრეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა და გაეროს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი გლობალური დაპირისპირების შიშით უნგრეთის საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავეს. 1956 წლის 4 ნოემბერს საბჭოთა არმიამ დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია უნგრეთის რევოლუციის ჩასახშობად. ბუდაპეშტში და ქვეყნის სხვა რეგიონებში ერთკვირიან ბრძოლებს 2 500 უნგრელი და 750 საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა, უნგრეთის 200 000 მოქალაქე კი ლტოლვილად იქცა. აჯანყება დამარცხდა; ნადი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. საპროტესტო მოძრაობა სრულად 1957 წლის იანვარში ჩაახშეს. უნგრეთში საბჭოთა კავშირის პირდაპირმა შეიარაღებულმა ინტერვენციამ და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში ძალმომრეობითი კონტროლის ზრდამ დასავლეთის მარქსისტულ წრეებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია; ბევრი კომუნისტური პარტია დაიშალა. სამ ათწლეულზე მეტხანს 1956 წლის რევოლუცია უნგრეთში ტაბუდადებული თემა იყო. 1980-იან წლებში ამ მოვლენის ირგვლივ დისკუსია გახშირდა, 1989 წელს კი 1956 წლის ფართომასშტაბიანი რევოლუციური მანიფესტაციების პირველი დღე — 23 ოქტომბერი — ეროვნულ უქმე დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ