– მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძის პროცესიდან გამოვდიოდი მშვიდად, შემოვარდა მანდატურების უფროსი და ძალით გამომიყვანა ოთახიდან, რა დროსაც მივიღე დაზიანება

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, აცხადებს, რომ აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაზიანება მიიღო.
როგორც დოლიძე წერს, ის მანდატურების უფროსმა ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
“მას შემდეგ, რაც გიორგი ახობაძის პროცესიდან გამოვდიოდი მშვიდად, გაოგნებული ცრუ მოწმის ქცევით, უკნიდან შემოვარდა დავით მატიაშვილი, მანდატურების უფროსი, რომელსაც ნაცების დროიდან ვცნობ მანდ და დიდი ძალით გამომიყვანა ოთახიდან ზურგით. ამ დროს მივიღე დაზიანება ხელზე: ან ხელში ეჭირა რაღაც ან კარებს დამარტყმევინა”, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი